სამუშაოთა მწარმოებელი

თეგეტა მოტორსი
ავტო-მოტო სერვისი
თბილისი
ვაკანსია
19-11
19-12


კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

  • ვაკანსიის კოდი: TGM0000785
  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • კატეგორია: ინჟინერია/არქიტექტურა
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
  • გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
  • გამოცდილება ინჟინერია/არქიტექტურაში: 2 წელი.

განათლება: ბაკალავრი.

ენების ცოდნა:

  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - საშუალო
  • ინგლისური - საშუალო.

უნარები:

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი.

სამუშაოს აღწერა:

  • კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მართვა;
  • მშენებლობის პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან ურთიერთობა; შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო პროცესის უწყვეტად და შეუფერხებლად შესრულების მიზნით, სამუშაოებისთვის საჭირო მასალების მარაგების კონტროლი;
  • სამშენებლო განყოფილებასთან და შესყიდვების დეპარტამენტთან აქტიური კონსულტაცია; ხარჯთაღრიცხვების კონტროლი; დოკუმენტაციის სისწორისა და მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი;
  • ყოველკვირეული რეპორტის მომზადება შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/785

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!