პროგრამული განახლების მენეჯერი

ოპპა
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
19-11
19-12


სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული განახლების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი: პოზიციის მიზანია დაგეგმოს და აკონტროლოს ყველა საგადამხდელო არხის განახლება, მოახდინოს პროდუქტებზე/სერვისებზე არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და უზრუნველყოს გასწორება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჩართული პროდუქტების/სერვისების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • საგადამხდელო არხების განახლების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • დასამატებელი კომპანიების/პროდუქტების ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
  • პროდუქტების დამატებისთვის საჭირო სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება;
  • კონტენტ სპეციალისტების მუშაობის მონიტორინგი;
  • განახლების ტესტირებისა და გაშვების უზრუნველყოფა;
  • საგადამხდელო არხებში ჩართული პროდუქტების ხარვეზების იდენტიფიცირება და გასწორების უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი რეპორტების მომზადება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • XML და/ან JSON ენების დაწყებით დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

  • გეგმიურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მართვის უნარი;
  • მოტივირებული.

ჩვენ ვეძებთ: სიახლეების და კრეატივის მოყვარულ ადამიანს, რომელიც ახალგაზრდა გუნდთან ერთად შექმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.