პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მენეჯერი

დრიმლენდ ოაზისი
სხვა
თბილისი ჩაქვი
ვაკანსია
19-11
03-12


‘’დრიმლენს ოაზისი’’ წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს.

2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრუალიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვიტარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს

პოზიციის დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მენეჯერი

პოზიციის მოკლე აღწერა: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მენეჯერი არის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ჩაბარებულ საქმეს/პროექტს სწორი ხედვით განსაზღვრავს, შემადგენელ საქმიანობების/დეტალების საფეხურებს თანმიმდევრულად დაგეგმავს, განახორციელებს თანამშრომლების მიმართულებით სწორი დავალებების მიცემას, მიმდინარე პროცესების მუდმივ მონიტორინგს, და შედეგების მიღწევის უზრუნველყოფას.

სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მიმდინარე პროექტის კონცეფციის, შინაარსისა და სრული მოცულობის გაანალიზება
  • პროექტის სხვადასხვა სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი და გადაცდომის შემთხვევაში დროული რეაგირება
  • პროექტის ფარგლებში შეხვედრებსა და განხილვებში აქტიური ჩართულობა
  • პროექტის სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და პროგრესის ანალიზი
  • პროექტში ჩართული ადამიანების საქმიანობის განსაზღვრა და დაგეგმვა, მათი ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
  • წარმოქმნილი მიმდინარე პრობლემების განხილვა და დროული რეაგირება
  • პროგრამული უზრუნველყოფის სხვა აპლიკაციებთან ან/და ტექნიკურ აღჭურვილობასთან ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშრომლობა
  • დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის სრული კონცეფციის ცოდნა და თანამშრომლებისთვის საჭირო ტრენინგის ჩატარების უზრუნველყოფა
  • დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მართვა და ადმინისტრირება, მასში მომხმარებლების დამატება და სხვადასხვა სახის უფლებების მინიჭება
  • პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშრებით თანამშრომლებთან ურთიერთობა, ხარვეზების ან/და სამომავლოდ დახვეწის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მომწოდებელთან ურთიერთობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის/მენეჯმენტის ან მათთან მომიჯნავე სფეროში
  • გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში და დანერგვის შემდგომ ადმინისტრირებაში
  • ორგანიზაციის რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემებთან (ERP) მუშაობის გამოცდილება
  • FMG პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ-ფოსტის მისამართზე: hr@dreamland.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.