აღმასრულებელი შეფ-მზარეული

დრიმლენდ ოაზისი
შეფ-მზარეული
ჩაქვი
ვაკანსია
19-11
19-12


‘’დრიმლენს ოაზისი’’ წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს. 

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრუალიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვიტარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს. კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს 

პოზიციის დასახელება: აღმასრულებელი შეფ-მზარეული 

სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი. 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პასუხისმგებელია ყველა იმ სივრცეზე, სადაც ხდება საკვების წარმოება და განთავსება. 
  • საკვების წარმოებისა და განთავსების ყველა სფერო მოქმედი პირობებით მაქსიმალურად ეკონომიურად მუშაობის უზრუნველყოფა. 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებულად და თანმიმდევრულად მუშაობის უზრუნველყოფა. 
  • სასტუმროს საკვების წარმოებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა დანადგარის, მოწყობილობის, საკვები და არასასურსათო მარაგის საუკეთესო მდგომარეობაში ყოფნის კონტროლი. 
  • შესყიდვების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული საკვების ნიმუშების ტესტირება და შემოწმება. 
  • განყოფილებაში კვალიფიციური თანამშრომლების მიღების უზრუნველყოფა, გუნდური სულისკვეთების შექმნა, მოტივაციის გაზრდა და შენარჩუნება 
  • თანამშრომლების ტრენინგების, პროფესიული უნარებისა და პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა. 
  • მენიუების მომზადება დაწესებულების სტანდარტების, საკვების ღირებულების ბიუჯეტისა და სპეციალური შემთხვევების (განსაკუთრებული ღონისძიებები და ა.შ.) გათვალისწინებით. 
  • სურსათის უვნებლობის დაცვის სისტემის შემუშავება და მისი სისტემატური კონტროლი. 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველკვირეული და ყოველწლიური შვებულების გრაფიკის მომზადება და მონიტორინგი. 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების შედეგიანობის შეფასების ჩატარება. 
  • საქონლის ყოველდღიური ტრანსფერების კონტროლი, ძნელად რეალიზებადი მარაგების სტიმულირება, არსებული ჭარბი საკვების უტილიზაციის გეგმის შემუშავება და საკვების გაყიდვების, ღირებულების და სხვა, დაკავშირებული საოპერაციო დანახარჯების ანგარიშგების ანალიზი. 
  • წარმოებაში გამოსაყენებელი საკვების შეკვეთების და მარაგების ყოველდღიური მონიტორინგი. 
  • არსებული კონკურენტების კვლევის ჩატარება და F&B დირექტორისთვის შესაბამისი სამოქმედო სტრატეგიის შეთავაზება. 
  • განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის მენიუს შედგენა და ხარჯების აღმრიცხველთან ერთად განფასების შემუშავება. 
  • მომავალ ღონისძიებებთან, ჯგუფებთან, VIP სტუმრებთან და ბანკეტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზი და საჭირო ზომების მიღება. 
  • დაწესებულებაში დანერგილი, ხარისხის მართვის სისტემასთან დაკავშირებული პროცედურების მართვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება. 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება 
  • კულინარიის მიმართულებით გავლილი კურსების და სემინარების დამადასტურებელი სერტიფიკატები. 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ-ფოსტის მისამართზე: hr@dreamland.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება,

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.