ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

დრიმლენდ ოაზისი
ადამიანური რესურსები
ჩაქვი
ვაკანსია
19-11
19-12


„დრიმლენს ოაზისი’’ წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს. 

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 

2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრუალიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვიტარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს. 

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს. 

კომპანია დრიმლენდ ოაზისი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე 

სამუშაო ადგილი: ჩაქვი 

ჩვენ ვეძებთ გამოცდილი HR მენეჯერის, რომელსაც აქვს უნარი ეფექტურად მართოს ადამიანური რესურსები, უხელმძღვანელოს ტალანტების მოზიდვის, მათი კომპანიაში ინტეგრაციის, განვითარებისა და  შენარჩუნების პროცესს. HR მენეჯერის მოვალეობებში შედის პერსონალის ზედამხედველობა, მათი საჭიროებების გამოვლენა,  თანამშრომელთა პრობლემების მოგვარება, ტალანტების განვითარების ხელშეწყობა და HR სტრატეგიების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციუული კულტურის განვითარებას, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კომპანიის დასაქმების ბაზარზე პოზიტიურ პოზიციონირებას,  ბიზნესის საერთო მიზნების მიღწევას და ა.შ.  

ძირითადი პასუხისმგებლობები: 

  • HRM სისტემის გამართვა; 
  • კომპანიაში კადრის საჭიროების დადგენა, მათი მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და ვაკანტური პოზიციების შედეგზე ორიენტირებული მართვა; 
  • თანამშრომლების დანიშნვა/როტაცია/კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება; 
  • სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური აღწერა, პოზიციების ფუნქცია-მოვალეობების გაწერა, თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა და დასაქმებულთა პირადი საქმეების მართვა; 
  • დასაქმებულთა ადმინისტრაციული საქმისწარმოება (ხელშეკრულებები, ცნობები, წერილები, განცხადებები, შვებულებები და სხვა) და რეგულირება; 
  • საკადრო პოლიტიკის გრძელვადიანი დაგეგმარება და რეალიზაცია; 
  • თანამშრომელთა ცოდნისა და საკვალიფიკაციო უნარ-ჩვევების განვითარების კორპორატიული პროგრამების შედგენა და განხორციელება; 
  • შეფასებისა და მონიტორინგის სისტემების ოპტიმიზაციაში პროაქტიული ჩართულობა და შედეგების მონიტორინგი; 
  • შინაგანაწესის მომზადება, ჯარიმებისა და სანქციების დოკუმენტური წარმოება 
  • კორპორატიული handbook-ში კორპორატიული ცვლილებების პერმანენტულად ასახვის უზრუნველყოფა 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვისა და/ან სხვა მომიჯნავე სპეციალობებში; 
  • კადრების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
  • შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა; 
  • ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა; 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • კომუნიკაციის ფართოდ განვითარებული უნარ-ჩვევები; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი; 
  • მენეჯერული და სტრატეგიული მართვის უნარი; 

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმეების მოწოდება შესაძლებელია მისამართზე: HR@dreamland.ge