საინფორმაციო ოფიცერი

ალგანი
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
20-11
20-12


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისის ფილიალი (ვარკეთილი)

სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ჰყავს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
  • მომხმარებელთა ბუკლეტებითა ან/და სარეკლამო მასალებით, ან/და აქციების/კამპანიების შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • სწრაფი გადახდის აპარატზე ოპერაციების განხორციელებაში მომხმარებლების დახმარება, ნაღდი ფულის დახურდავება განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;
  • ფოიეში წესრიგის უზრუნველყოფა.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - სასურველია;
  • ქართულ ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია - სავალდებულო;
  • მიზანდასახული და ენერგიული;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე.

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.