სოც-მედიის და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

ზარაფხანა
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
25-11
25-12
1000-1200


საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა“ აცხადებს ვაკანსიას სოც-მედიის და ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა, ქ. თბილისი.

კატეგორია: მარკეტინგი/კომუნიკაციები

სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა 2-დან 3 წლამდე (უმჯობესია 3+) მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება რელევანტურ სფეროში;
  • ქართულისა და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Facebook, Instagram, Linkedin - ის მართვის გამოცდილება;
  • Google Analytics, Facebook Analytics, Pixel - საფუძვლიანი ცოდნა;
  • SEO (სამძებრო სისტემების ოპტიმიზაცია) - ზოგადი ცოდნა;
  • კრეატიული წერითი უნარი, როგორც ქართულად ასევე ინგლისურად;
  • შემოქმედებითი და პროგრესული ხედვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების მართვა;
  • სარეკლამო განცხადებების შედგენა და ტექსტების დაწერა( Copywriting), როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე;
  • პოსტების ბუსტინგი და კოორდინირება;
  • სოციალური მედიაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების და აუდიტორიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
  • ყოველთვიური კონტენტ გეგმის შემუშავება კომუნიკაციის სამსახურთან კოორდინაციაში;
  • შინაარსობრივი კამპანიების განხილვა და შედგენა კომუნიკაციების გუნდთან ერთად;
  • სტრატეგიების შედგენა და განვითარება შესწავლილი ანალიტიკის მიხედვით;
  • ყოველთვიური რეპორტინგი.

ანაზღაურება: 1000-1200 ლარი

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მხოლოდ PDF- ფაილში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapxana.ge.

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე http://www.zx.ge

საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანაში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.