ქოლ-ცენტრის ოპერატორი

New Vision Insurance
დაზღვევა
თბილისი
ვაკანსია
25-11
25-12


"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (საინფორმაციო ოპერატორი) თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:

  • დაზღვეული/პოტენციური კლიენტების შემოსული ზარების მომსახურება

ფუნქცია მოვალეობები:

  • ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება
  • შემოსული ზარების მონიტორინგი და რეპორტინგი
  • ინფორმაციის პროგრამული ასახვა
  • Facebook გვერდზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი და შემოსული ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდება
  • კომპანიის დაზღვეულთა პრეტენზიების დაფიქსირება შესაბამის პირთან გადამისამართება და უკუკავშირის დაბრუნება
  • კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • MS Office -ის ცოდნა

პიროვნულობა:

  • მოტივირებული
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • გუნდური
  • მოლაპარაკებების უნარი

სასურველი: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!