კონსულტანტ-ოპერატორი

ელთიბი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
25-11
25-12
500-600


კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა/მომსახურება;
  • პროგრამაში მუშაობა - ERP (1C);
  • პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან პროფესიული განათლება;
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვებში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტ-ოპერატორი".

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 6 დღე (09:15-18:15)
  • ანაზღაურება: 512 (საგამოცდო პერიოდის განმავლობაში)
  • 656 (საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ)

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.
  • დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!