პრომო გოგონა

ავერსი ფარმა
მარკეტინგი/PR
თბილისი
ვაკანსია
28-12
28-01


შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგონას პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • თვითმომსახურების აპარატით მომხმარებლის დაინტერესება და მისი მომსახურებით სარგებლობაზე დახმარება;
  • პოტენციურ მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია;
  • რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა;
  • ობიექტზე შესრულებული სამუშაო დავალების რეპორტინგი მენეჯერთან.

მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა; (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
  • პრეზენტაბელურობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, აქტიურობა,
  • თავაზიანობა, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების უნარი;
  • გამართული მეტყველების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 13:30-დან 18:30 სთ-მდე.
  • ანაზღაურება: გამომუშავებით.
  • მუშაობის პერიოდი: ორი კვირა.
  • ლოკაციები: გლდანი, აღმაშენებლის გამზირი, საბურთალო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge

ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

  • ფოტოსურათი 3X4 - 1ც.
  • დიპლომის ასლი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.