პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი

სმარტ კაპიტალი
საბანკო
თბილისი
ვაკანსია
09-06
09-07


კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე, თბილისში.

სამუშაოს აღწერა:

  • დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ;
  • ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება (არასრული)
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;(სასურველია)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

კომპეტენციები და უნარები:

  • მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
  • სამუშაო საათები: ორშაბათი პარასკევი: 10:00დან 18:00მდე;

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: chixladze.xatuna55@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ +995 593 45 50 64, +995 577 99 08 87 ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება