ფილიალის მენეჯერი

ზღაპარი
ადმინისტრაცია
ბათუმი
ვაკანსია
22-12
22-01


კომპანია "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში

ფუნქცია- მოვალეობები:

  • მაღაზიის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა.
  • სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების კონტროლი.
  • არსებული ფასმაჩვენებლების კონტროლი.
  • არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ტრანზაქციების შედარება რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასთან.
  • სარეალიზაციო პროდუქციის შეკვეთა პროგრამულად მომწოდებლებთან სტანდარტების დაცვით.
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებისაგან მიღებული პროდუქციის მიღება სტანდარტების დაცვით.
  • მაღაზიის მომსახურე პერსონალის დღის რეჟიმის დაგეგმვა, შესრულების კონტროლი.
  • ადმინისტრატორების მიერ განხორციელებული საქმიანობის კონტროლი.
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
  • წარმოქმნილი ტექნიკური შეფერხებების აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარი.
  • პოტენციურ დასაქმებულთან მოლაპარაკებების წარმართვისა და შეთანხმების უნარი.
  • საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულთათვის საქმიანობის სწავლების უნარი.
  • აქტიური კომუნიკაცია დაქვემდებარებულ პირებთან.
  • მომხმარებელთათვის სრულყოფილი მომსახურეობის მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ფლობა
  • სასურველია პროგრამა აპექის ფლობა.
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მაღაზიის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე.
  • აუცილებელია მენეჯერი იყოს ობიექტური, კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური, თავაზიანი თანამშრომელთა და მომხმარებელთა მიმართ.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი სრული: ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00 და შაბათი 10:00-14:00 ჩათვლით
  • ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge

არაუგვიანეს 2021 წლის 10 იანვრისა. მიუთითეთ პოზიციის დასახელება " ფილიალის მენეჯერი" ქ.ბათუმი.

გისურვებთ წარმატებას!