ბუღალტრის დამხმარე

მადარტი
ბუღალტერია
თბილისი
ვაკანსია
22-12
22-01


კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე

  • სამუშაო ადგილი: თბილისი - ბელიაშვილის 145, ოსიპ მანდელშტამის 3.
  • სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:00 - 18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და ბუღალტრული გატარებების შესრულება;
  • ახალი პროდუქტის ბუღალტრულ და ადმინისტრაციულ პროგრამაში დამატება;
  • წარმოებული პროდუქტის ღირებულების და კალკულაციის კონტროლი;
  • სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • rs.ge-ზე მუშაობა;
  • რეპორტების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსური / ბუღალტრული მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!