საინფორმაციო ოფიცერი

კრისტალი
ფინანსები
ხონი
ვაკანსია
23-12
23-01


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცერის პოზიციაზე ხონში

სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 311 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ჰყავს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
  • კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა;
  • საოფისე საქმიანობაში დახმარება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • მიზანდასახული და ენერგიული
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე.

დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 4 იანვრამდე შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.