ინვენტარიზაციის სპეციალისტი

ორი ნაბიჯი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
23-12
23-01
800


მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00)

ანაზღაურება: 800 ლარი

ფუნქციები:

  • ფილიალში არსებული ძირითადი საშუალებების (ივენტარის) აღრიცხვა;
  • ინვენტარიზაციის ოქმის შედგენა დადგენილი წესის მიხედვით;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა;
  • ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • ძირითად საშუალებებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • 1C ERP-UP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.