კონსულტანტი
გაყიდვების კონსულტანტი
ქუთაისი
ვაკანსია
20-10
20-11
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@pepela.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!