ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
13-01
13-02


"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს.

KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე

მდებარეობა:  ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სოციალური მედიის არხების მართვის გამოცდილება;
  • გამართული, შემოქმედებითი წერის უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • SEO გამოცდილება;
  • მინიმუმ ორი რეკომენდატორის მითითება;

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა; იმპლემენტაცია და რეპორტინგი;
  • სოციალური მედიის კონტენტის მართვა;
  • სოციალური მედიის სარეკლამო არხების მართვა adds manager;
  • საძიებო სისტემებზე რეკლამირება;
  • მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, საინტერესო თემების გამოვლენა და შემდგომ განთავსება კომპანიის ვებ/ გვერდზე.
  • ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებული;
  • კრეატიულობა;
  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 08  თებერვალი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ   (CV) ფოტოსურათით,  ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge  

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ციფრული მარკეტინგის მენეჯერი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით  ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!