გრაფიკული დიზაინერი

ფარმაცევტული კომპანია GMP
გრაფიკული დიზაინი
თბილისი
ვაკანსია
14-01
14-02


კომპანია “GM Pharma” აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგის გუნდთან ერთად მუშაობა
  • მიღებული ბრიფის გაანალიზება და მოთხოვნის შესაბამისი ვიზუალების შექმნა
  • სოციალური მედიისთვის ვიზუალებისა და ვებ-ბანერების დამზადება
  • ბეჭდვითი მასალებისთვის გრაფიკული დიზაინის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
  • Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Professional CS6, Corel Draw, Acrobat distiller, Indesign პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (მულტიმედია/გრაფიკული დიზაინი)
  • პროგრამების: After Effect და Premiere-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • კრეატიული ხედვა
  • დიზაინში ტრენდულ სიახლეებზე ინფორმაციის ფლობა
  • გამოსახულების ზომებისა და რეზოლუციის სწორი აღქმა
  • დეტალებზე ორიენტირება
  • დაგეგმვის, დროის სწორად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარები

დაინტერესებულმა პირებმა  CV  ფოტოსთან ერთად გამოაგზავნეთ მისამართზე: vacancy@gmpgeo.com

გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადები მიიღება 2021 წლის 1 თებერვლამდე.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.