ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ოპპა
ქოლ ცენტრის ოპერატორი
თბილისი
ვაკანსია
02-02
02-03


სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს https://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი:

  • მომხმარებლის სატელეფონო დახმარება/კონსულტაცია;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მომხმარებელთა სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
  • შემომავალი ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და რეაგირება;
  • გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
  • სპეციალურ პროგრამაში შემოსული პრობლემების შესახებ ინფორმაციის ასახვა;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ნებისმიერი მიმართულებით);
  • მინ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა;
  • სტრესულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი.

უნარები:

  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხარტი და ლოგიკური აზროვნება;
  • კეთილგანწყობილი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.