მზარეული

კახური ტრადიციული მეღვინეობა
რესტორანი/კვება
კახეთი
ვაკანსია
05-02
05-03


"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მდებარეობა: კახეთის რეგიონი, სასტუმრო "ახაშენის ღვინის კურორტი და სპა"

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
  • კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
  • საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
  • საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
  • სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 4 მარტი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მზარეული" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. " კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!