ხარისხის მართვის უმცროსი ოფიცერი

მეგალაბი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
08-02
08-03


"მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე ქ.თბილისში.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის # 23

სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, დღეში 8 სამუშაო საათი

ძირითადი მოვალეობები:

  • ლაბორატორიის ყოველდღიური საქმიანობის ხარისხის მართვასა და კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ხარისხის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და დოკუმენტაციის გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს უსაფრთხოების, სტანდარტული საოპერაციო სახელმძღვანელოების და რეგულაციების შექმნას;
  • სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისად, ლაბორატორიული კვლევების და შიდა ხარისხის კონტროლის შესრულება;
  • მოხმარებლის უკმაყოფილებაზე ხარისხთან დაკავშირებით კომუნიკაცია და პრობლემის დროული გადაწყვეტა;
  • წარმოშობილი პრობლემის თუ გადასაჭრელი საკითხების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება/პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი სამსახურის ჩართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(MS Office, MS Excel);

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დროის მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.