მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი

კრედო ბანკი
ფინანსები
ზესტაფონი
ვაკანსია
09-02
09-03


კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცრის პოზიციაზე ქ.ზესტაფონში

სს „კრედო ბანკი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიულ ტრენინგებს.

ძირითადი მოვალეობები პასუხისმგებლობა:

  • კლიენტების მოზიდვა;
  • კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის.
  • სესხის გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • ფინანსური უწყისების საბაზისო დონეზე ცოდნა.
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
  • კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი.

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს. #გახდიკრედოელი

  • CV გამოგვიგზავნე მეილზე: cv@credo.ge ან შეავსეთ აპლიკაცია და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ..“ მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი ზუგდიდში“
  • განცხადების მიღების ვადა: 2021 წლის 28 თებერვალი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.