გაყიდვების მენეჯერი

ქარფესტი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
10-02
10-03


კომპანია "ქარფესტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გაყიდვების დეპარტამენტში.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, მათი შეძენა საზღვარგარეთ და იმპორტი საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

  •  მომხმარებელთან კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქტის პრეზენტაცია.
  •  მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება.
  •  ავტომობილების შერჩევა, შეძენა და გაყიდვა.

აუცილებელი უნარები:

  •  მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

  •  8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე.
  •  საბონუსე სისტემა.
  •  კარიერული და პიროვნული ზრდა.
  •  მეგობრული გუნდი და ძალიან კარგი ატმოსფერო.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2021 წლის 6 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი".

კომპანია "ქარფესტში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.