გაყიდვების კონსულტანტი

თეგეტა მოტორსი
გაყიდვები
რუხი
ვაკანსია
10-02
10-03


"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

  • ვაკანსიის კოდი: TGM0000906
  • ადგილმდებარეობა: რუხი
  • კატეგორია: გაყიდვები
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
  • გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

  • სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება.
  • სფერო: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება.
  • განათლება: სტუდენტი, ბაკალავრი.

ენების ცოდნა:

  •  ქართული - ძალიან კარგი
  •  რუსული - კარგი
  •  ინგლისური - კარგი.

უნარები:

  •  დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  •  მოლაპარაკების წარმოების უნარი
  •  საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  •  სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

  •  ვაკანსია ცხადდება საბურავების, ზეთებისა და ნაწილების მიმართულებით.
  •  საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

  •  მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  •  მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  •  პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
  •  მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
  •  კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
  •  პროდუქციის სასაწყობო ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
  •  საჭიროების შემთხვევაში, სტაჟიორ-კონსულტანტის სწავლება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/906

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!