შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი

ელემენტ კონსტრაქშენი
შესყიდვები
თბილისი
ვაკანსია
12-02
12-03


შპს "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

  • ბაზრის ანალიზი, ფასებს მოკვლევა;
  • მასალების ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და უშუალო უფროსისთვის წარდგენა;
  • პოტენციური მომწოდებლების მოძიება (როგორც ადგილობრივი/ასევე უცხოელი) და არსებული ბაზების მუდმივი განახლება;
  • უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • შესყიდვების მიმართულებით განვითარების გეგმისა და ინიციატივების წარდგენა უშუალო უფროსისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვების გეგმის მომზადება;
  • სატენდერო პროცესის დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
  • სამშენებლო პროექტების მიმდინარეობის დროს შესყიდვების გეგმის მონიტორინგი და უკვე დამტკიცებული გეგმასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • უშუალო უფროსის დახმარება პროექტების მიმდინარეობისას შესყიდვების განხორციელების გეგმის მიხედვით შესაბამისი დოკუმენტების წარმოებაში;
  • უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია შესყიდვების მიმართულებით);
  • სამშენებლო ბიზნესში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • აუცილებელია რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • MS ოფისის სრულყოფილად ცოდნა;
  • ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ინიციატიურობა;
  • ინოვატორულობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • დროის მენეჯმენტი;
  • კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ec.ge 2021 წლის 10 მარტამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.