სამშენებლო მოედნის მენეჯერი

ელემენტ კონსტრაქშენი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
12-02
12-03


სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მოედნის მენეჯერის პოზიციეაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

  • ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
  • სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი.
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
  • ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
  • უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
  • საშუალო ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით);
  • კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • დროის მენეჯმენტი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ec.ge 2021 წლის 11 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.