ოჯახის ექიმი

New Vision Insurance
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
12-02
12-03


"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

დაქვემდებარება: ოჯახის ექიმების კოორდინაციის სამსახურის უფროსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტის დიაგნოსტირება და შესაბამისი კონსულტაცია
  • ჯანმრთელობის ისტორიის შექმნა
  • პაციენტის მკურნალობის გეგმის დასახვა და შესაბამისი სპეციალისტების მიმართვების გაცემა
  • საჭირო კვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი
  • პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • ოჯახის ექიმის/თერაპევტის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • სადაზღვევო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ფლობა
  • MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნულობა:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ:

ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: vacancy@nvi.ge

გისურვებთ წარმატებას!