ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

ნიკორა ტრეიდი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
12-02
12-03


სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა;
  • ციფრული მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;
  • განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად კონტენტის და სარეკლამო ვიზუალის შექმნა/შექმნის უზრუნველყოფა;
  • ახალი ციფრული არხების მოძიება, დანერგვა და განვითარება;
  • სოციალური მედია მარკეტინგის სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა (Facebook, Youtube, Twitter, LinkedIn, Instagram);
  • დიზაინერთან სისტემატიური თანამშრომლობა;
  • ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
  • ბიუჯეტის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია სოციალური კამპანიების დაგეგმვის და მართვის გამოცდილება;
  • Facebook გვერდის ადმინისტრირება - სპონსორინგის და სხვა ინსტრუმენტების ცოდნა;
  • Google Analytics, Google AdWords, Facebook Ads Manager - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიზუსტე და სისწრაფე;
  • პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2021 წლის 26 თებერვლამდე ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ციფრული მარკეტინგის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!