საწყობის მუშა

ჰიპერმარკეტი Domino
საწყობი
თბილისი
ვაკანსია
19-03
19-04
500


შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას  საწყობის მუშის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში მოსული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა;
  • შემოსული პროდუქციის დასაწყობება;
  • სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია ჰიპერმარკეტის საქმიანობასთან;

   პიროვნული თვისებები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები:

  • გრაფიკი: 3 დღიანი სმენა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება); 09:00-22:00
  • ხელფასი: 500 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ დომინოს საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV  მისამართზე vacancy@domino.com.ge.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!