კომპლექტაციის სპეციალისტი

ჰიპერმარკეტი Domino
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
19-03
19-04
650


შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი „დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კომპლექტაციის სპეციალისტის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთის ჯავშნის დოკუმენტის მიღება და შესაბამისად შეკვეთის აგროვება;
  • შეგროვებული შეკვეთის დასაწყობება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის გადაცემა მომხმარებლისთვის/მძღოლისთვის/კურიერისთვის;
  • შეკვეთის გამზადების პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უკუკავშირი უფროს კომპლექტაციის სპეციალისტთან და განყოფილებასთან (კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან; ინტერნეტ მაღაზიასთან; დარბაზის ადმინისტრატორთან; კლიენთა მომსახურების განყოფილებასთან) და შემდგომ შესაბამისი მითითებების შესრულება;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

  • გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო სმენა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება);
  • ანაზღაურება: 650 ლარი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

შერჩევის ეტაპები:

  • CVის გადარჩევა
  • ტესტირება
  • გასაუბრება

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!