მარკეტინგის მენეჯერი

ახალი ხედვა
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
18-02
18-03


სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • შესასრულებელი სამუშაოს ტიპი: საოფისე, საველე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • მარკეტინგის მიმართულებით ბიუჯეტირება, რეპორტი და მონიტორინგი
  • მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მედია, კრეატიული სააგენტოები, სარეკლამოები) მოლაპარაკებების წარმოება;
  • ბრენდის რეპუტაციის, ცნობადობისა და აღქმის მონიტორინგი საზოგადოებასა და სამიზნე სეგმენტში, შედეგების ანალიზი და წარდგენა გაყიდვების ფორმატში
  • კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
  • პარტნიორ კომპანიებთან ერთად ერთობლივი მარკეტინგული და გაყიდვების ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა-შესრულება.
  • მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება;
  • ბრენდინგის, დიზაინის, საკომუნიკაციო მასალების დაგეგმარება და მართვა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში
  • ციფრული სარეკლამო არხების მართვა
  • დაქვემდებარებულთა მართვა და მონიტორინგი;
  • მიმდინარე და განხორციელებული კამპანიების შედეგობრივი ანალიზი
  • PR კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • პერიოდული რეპორტის მომზადება
  • ახალ პროდუქტთან დაკავშირებით პრეზენტაციების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის სფეროში, მარკეტინგი (MBA, BA)
  • სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
  • უპირატესობა მიენიჭებათ, საცალო სექტორში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის ზედმიწევნით კარგად ფლობა;
  • ანაზღაურება განისაზღვრება, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
  • კრეატიული
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!