კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი
დაზღვევა
თბილისი
ვაკანსია
18-02
18-03


სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
  • სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  • MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV 2021 წლის 2 მარტის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი

"სადაზღვევო კომპანია ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.