უფროსი აგრო აგენტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი
დაზღვევა
მცხეთა კასპი ნატახტარი დუშეთი ყაზბეგი
ვაკანსია
18-02
18-03


სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი აგრო აგენტის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: კასპი, დუშეთი, მცხეთა, ნატახტარი, ყაზბეგი.

ძირითადი მოვალეობები:

  • რეგიონებში აგრო დაზღვევის პროდუქტების რეალიზება: პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • დასახული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების პროცესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის შესახებ აგრო გაყიდვების კოორდინატორთან კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით;
  • მნიშვნელოვანია სომხური, აზერბაიჯანული ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია საკუთარი ავტომობილის და მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა.

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ენერგიულობა და სისხარტე;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV 2021 წლის 2 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უფროსი აგრო აგენტი და ქალაქი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.