პროექტების მენეჯერი

თბილღვინო
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
19-02
19-03


"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. "თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. "თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბიზნესის განვითარების მიმართულებით პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელება;
  • კომპანიის, პროდუქტების ბრენდის ცნობადობისა და დამოკიდებულებების შესწავლის მიზნით მომხმარებლების კვლევითი პროექტების მართვა;
  • გაყიდვების გუნდთან აქტიური კომუნიკაცია და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა/განხორციელება და მართვა;
  • გაყიდვების ანალიზის საფუძველზე პროდუქტების განვითარების პროექტების მართვა;
  • ახალი ტიპის ობიექტების პროექტების შემუშავება და მართვა;
  • კომპანიის მიმდინარე საჭიროებების შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელება;
  • კომპანიის განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული ახალი პროექტების ინიცირება და მართვის ორგანიზება;
  • პროექტის წარმატების საზომი პარამეტრების შემუშავება;
  • პროექტის ვადების და ბიუჯეტის დაგეგმვა, გუნდის და რესურსის ფორმირებაში მონაწილეობა;
  • პროექტის გუნდის მართვა, მსვლელობის შუალედური შედეგების განხილვა და რეპორტების მომზადება;
  • რისკების მართვა;
  • ხარჯებისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
  • პროექტის დასრულება დაგეგმილ ვადაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროექტების მართვის გამოცდილება; (მინიმუმ 3 განხორციელებული პროექტი);
  • ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი, მართვის გამოცდილება;
  • რისკების მართვის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა; (MS Office/MS Project).

პროფესიული უნარები:

  • ქართულად და ინგლისურად გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
  • რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • დავალებების სწორად გადანაწილება;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • ეფექტური დელეგირების უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული, კრეატიული;
  • გამოსავლის ალტერნატიული გზების ძიების უნარი;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • პუნქტუალური, სწრაფი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.