პერსონალის შერჩევის რეგიონული ოფიცერი

კრედო ბანკი
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
23-02
23-03


"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევის რეგიონული ოფიცრის პოზიციაზე

სამუშაო აღწერილობა:

  • წინასწარ განსაზღვრული რეგიონის ფილიალებში და სათაო ოფისში პერსონალის შერჩევის დაგეგმვა და შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • კვალიფიციური კანდიდატების შესახებ სხვადასხვა წყაროების მოძიება;
  • პერსონალის შერჩევისთვის ვაკანსიების გამოცხადება, რეზიუმეების მიღება/გადარჩევა და შერჩევის ეტაპების დაგეგმვა/ჩატარება;
  • საჭირო კვალიფიკაციის კანდიდატების მოძიება ყველა შესაძლო წყაროთი: სოც. ქსელები, პროფესიული ქსელები, პირადი კონტაქტები;
  • საჭიროების შემთხვევაში ტესტირების პროცესის ორგანიზება;
  • პერსონალის აყვანისთვის გასაუბრების ორგანიზება და გასაუბრების სივრცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შერჩეული კანდიდატების გასაუბრებაზე მოწვევა და გასაუბრების პროცესზე დამქირავებელი მენეჯერების დასწრების უზრუნველყოფა;
  • შერჩეული კანდიდატების პოზიციაზე დამტკიცების უზრუნველყოფა კრედოს პოლიტიკის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან HR მიმართულებით;
  • პერსონალის შერჩევის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • მულთითასქინგის დროს დავალებების პრიორიტეტიზაციის უნარი;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • აქტიური მივლინებების შესაძლებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge 1 მარტის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.