ელექტრონული პროდუქტების მხარდაჭერის სპეციალისტი

ოპპა
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
23-02
23-03


სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული პროდუქტების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციის მიზანი: პოზიციის მიზანია კომპანიის ელექტრონული პროდუქტების მართვა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიის ელექტრონული პროდუქტების (ელექტრონული საფულე www.oppa.ge, მობილური აპლიკაცია OPPA და Paybox-ების პროგრამული უზრუნველყოფა) მხარდაჭერა და მართვა;
  • პროდუქტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროგრამულ სამსახურთან და სხვა შესაბამის რგოლებთან მუდმივი ურთიერთობა პროდუქტების სრულყოფილი მუშაობის უზრუნველსაყოფად;
  • მომხმარებლებისგან შემოსულ თიქეთებზე რეაგირება;
  • პროდუქტებთან დაკავშირებული რეპორტინგი და მონაცემების მუდმივი ანალიზი;
  • მასზე დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • IT პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მართვის უნარი
  • მოტივირებული

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge; გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.