ელექტრონული პროდუქტების მენეჯერი

ოპპა
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
23-02
23-03


სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციის მიზანი: პოზიციის მიზანია კომპანიის ელექტრონული პროდუქტების მართვა და საპორტის მენეჯმენტი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიის ელექტრონული პროდუქტების (PayBox-ების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • ელექტრონული საფულე www.oppa.ge და საფულის მობილური აპლიკაცია) მხარდაჭერა და მართვა;
  • კომპანიის ელექტრონული პროდუქტებისა და არსებული ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
  • ელექტრონული პროდუქტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროგრამულ სამსახურთან და სხვა შესაბამის რგოლებთან მუდივი ურთიერთობა პროდუქტების სრულყოფილი მუშაობის უზრუნველსაყოფად;
  • ელექტრონული პროდუქტების განვითარებაში მუდმივი ჩართულობა;
  • ელექტრონულ პროდუქტებთან დაკავშირებული პროექტების მართვა;
  • პროდუქტებთან დაკავშირებული რეპორტინგი და მონაცემების მუდმიმვი ანალიზი;
  • მასზე დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • IT პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მართვის უნარი;
  • მოტივირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge; გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.