სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის მენეჯერი

ნიუ ჰოსპიტალსი
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
23-02
23-03


მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #1

უშუალო დაქვემდებარება: სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების და ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება - დიპლომირებული მედიკოსი
  • მსგავს პოზიციაზე კლინიკაში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
  • MS ექსელის და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში კლინიკური მდგომარეობის და ჩატარებული ჩარევების ასახვის სიზუსტეზე კონტროლი.
  • პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არსებობის და მათი სწორად შევსების კონტროლი
  • ისტორიის დაარქივების უზრუნველყოფა ჩეკლისტის მიხედვით
  • საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე კლინიკური შემთხვევისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება
  • რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელთან.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • გულისხმიერება და თავაზიანობა
  • აკურატულობა, ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 15.03.2021-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.