ფინანსური ანალიტიკოსი

ციტადელი
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
15-03
15-04


კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზი და პროგნოზირება;
  • კომპანიის მომგებიანობის შეფასება და მომგებიანობის გაზრდისთვის რეკომენდაციების შეფასება;
  • სხვადასხვა ფინანსური შინაარსის თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
  • კომპანიის დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ ფინანსური ინფორმაციის ანალიზი;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობა);
  • კომპანიის ფინანსური ხარჯების ანალიზი და სამომავლო ხარჯების პროგნოზირება;
  • გაყიდვების სტატისტიკური ანალიზის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
  • სამუშაო გრაფიკი: სრული.
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 01 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!