საცალო გაყიდვების აგენტი

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
18-03
18-04


სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე (თბილისი). 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  •  პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება; 
  •  მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა; 
  •  სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან; 
  •  გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა; 
  •  საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;  
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში; 
  •  არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა; 
  •  გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა. 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;  
  •  სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  •  აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  •  სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა. 

  დამატებითი მოთხოვნები: 

  •  მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა; 
  •  საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა; 
  •  მოლაპარაკების წარმოების ცოდნა. 

 პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  •  სხარტი აზროვნების უნარი; 
  •  სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი; 
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;  
  •  ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; 
  •  პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი. 

 ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:vacancy-RST@igg.ge 

გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „საცალო გაყიდვების აგენტი - თბილისი“.