არასამედიცინო ზარალების მართვის სპეციალისტი

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
18-03
18-04


კომპანია  “IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო ზარალების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე (თბილისი)

მოვალეობები:

  • დასაზღვევი ავტოტრანსპორტის (კასკოს) დათვალიერება/დასურათება
  • დაზღვეული ავტოტრანსპორტის (კასკოს) ზარალის შემთხვევის ადგილზე გასვლა, შემთხვევის შესწავლა, დათვალიერება/დასურათება
  • დაზღვეული ქონების ზარალის შემთხვევის ადგილზე გასვლა, შემთხვევის შესწავლა, დათვალიერება/დასურათება
  • ხარისხის მართვის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აღსრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • საკუთარი სატრანსპორტო საშუალების ქონა (უპირატესობა ენიჭება მოპედს).

უნარ-ჩვევები:    

  • ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სპეციფიკურ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: non-medical-vacancy@igg.ge 

და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: არასამედიცინო ზარალების მართვის სპეციალისტი.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!