დეველოპერი

ავერსი ფარმა
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
18-03
18-04


შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ვებ-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიის კორპორატიული საიტების (aversi.ge, shop.aversi.ge, rational.ge) მართვა, მონიტორინგი, არსებობის შემთხვევაში პრობლემების აღმოფხვრა;
  • ანალიტიკურ ხელსაწყოებში მუშაობა (google analytics, search console), საიტების რეიტინგის და SEO-ს მონიტორინგი, პრობლემების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი დროული რეაგირება;
  • კომპანიის საიტებზე და სოციალურ ქსელებში (Linkedin, facebook, youtube) ინფორმაციის შევსება, მასალის დამუშავება და განთავსება
  • კომპანიის Google my business-ში მუშაობა;
  • მობილური აპლიკაციის ონლაინ შეკვეთების კონტროლი და ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში სიტუაციის მართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული ანალიტიკური დავალებების შესრულება (რეპორტინგი, სოციალური ქსელის ინვოისირება და ა.შ.)
  • სოციალური ქსელის ოპერატორის მუშაობის მონიტორინგი, შემოსულ წერილებზე და კომენტარებზე დროული რეაგირება და ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საიტის ადმინისტრირების და სოციალური ქსელების მართვის მიმართულებით;
  • Html, css, js, php - საშუალო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების და photoshop-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; დისციპლინირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის და ორგანიზების საუკეთესო უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან დაგვიკავშირდით:

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.