უმცროსი გრაფიკული დიზაინერი - სტაჟირება

სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გრაფიკული დიზაინი
თბილისი
სტაჟირება
19-03
19-04


სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს სტაჟირებას უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე, ციფრული მარკეტინგის სამსახურში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა, (სათავო ოფისი)

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (არაანაზღაურებადი)

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეული აპლიკანტები პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით:

  • ვიზუალური კონტენტის მომზადება ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის;
  • ბანერების, ფლაერების, ბროშურების და სხვა საბეჭდი მასალების მომზადება;
  • სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • Adobe photoshop საბაზისო დონეზე;
  • Adobe Illustrator საბაზისო დონეზე.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აქტიური;
  • კრეატიული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მენეჯმენტი (დროის ეფექტურად განაწილება).

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2021 წლის 25 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სტაჟირება უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება.