კონსულტანტი

ნიუ აუტო მოტორსი
ხელოსანი
თბილისი
ვაკანსია
12-08
12-09
500


კომპანია "NEW AUTO MOTORS"–ი დაარსდა 2014 წელს და არის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სერვისცენტრი, სადაც ნებისმიერი მარკის ავტომობილის დიაგნოსტირება თუ შეკეთება ხდება უმოკლეს დროში და უმაღლეს ხარისხში თანამედროვე პროგრამებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით. დღესდღეობით ჩვენს კომპანიას არ ჰყავს ანალოგი, ის ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 4500 მ/კვ-ზეა აშენებული და მდებარეობს ქალაქის ცენტრში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. ჩვენი კომპანია ერთ სივრცეში აერთიანებს ავტომობილის აღდგენა -შეკეთებასთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებას.

კომპანია " ნიუ ავტო მოტორსი"აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:

  • მდებარეობა: თბილისი; ხოშარაულის 30
  • გრაფიკი: ცვლებში; სამ დღეში ერთხელ, 19:00-11:00 მდე.
  • თვეში 10 მორიგეობა
  • ანაზღაურება 500 ლარი.
  • იქნება სტაჟირება და შემდგომ გამოცდა.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები

  • მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების საჭიროების სწორი იდენთიფიცირება
  • მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა, კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად
  • პროდუქციის სტენდზე განლაგება
  • სალარო ოპერაციების წარმოება
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ ანგარიშგება მაღაზიის მენეჯერთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია ავტონაწილებში და ავტომობილებში საბაზისო ცოდნის და გამოცდილების ქონა
  • მარტივი არითმეტიკული უნარების ფლობა

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომიმოყვარე, მოტივირებული
  • პუნქტუალური
  • განვითრებაზე ორიენტირებლი

დაინტერესების შემთხვევაში,  დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 20 92 92