მოლარე-ოპერატორი

ამბოლი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
22-03
22-04


„ამბოლი“ დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის (Tax Free) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ლილოს ტერიტორია

სამუშაო საათები - 10:00-19:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე)

ძირითადი მოვალეობები:

  • საქონლის რეალიზაციასთან და სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (შემოსავლის/გასავლის ორდერი, მიღება-ჩაბარების აქტი, გადახდის ქვითარი) წარმოება და პროგრამული ასახვა;
  • სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
  • Rs.ge-ს პორტალზე ზედნადებების ატვირთვა.
  • Tax free ქვითრების მომზადება დადგენილი წესების მიხედვით.
  • დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • საშუალო ან/და უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ნაღდ ვალუტასთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება თურქული ან/და აზერბაიჯანული ენის ცოდნას;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2021 წლის 29 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - მოლარე ოპერატორი (Tax Free).

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."