ინვენტარიზაციისა და კონტროლინგის სპეციალისტი

ამბოლი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
22-03
22-04


შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციისა და კონტროლინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაციების განხორციელების უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ქსელის მასშტაბით (თბილისი, რეგიონები);
  • ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი;
  • ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ადმინისტრაციული კონტროლინგის შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel) ცოდნა;
  • საავტომობილო პროდუქციის ასორტიმენტის ზოგადი ცოდნა;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამების (FINA, 1C) ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2021 წლის 02 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ინვენტარიზაციისა და კონტროლინგის სპეციალისტი.

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."