გრაფიკული დიზაინერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა
გრაფიკული დიზაინი
თბილისი
ვაკანსია
22-03
22-04


"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

"კახური ტრადიციული მეღვიინეობა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

აუცილებელი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (სასურველია დიზაინის მიმართულებით);
  •  აუცილებელია ორწლიანი მუშაობის გამოცდილება;
  •  გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Power Point, Excel, Outlook).
  •  Adobe After Effect, Archicad, Autocad, 3D Max პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  •  ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  •  სტამბებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  ეტიკეტების დიზაინის შემუშავება/კორექტირება და საბეჭდად გამზადება;
  •  კონტრ ეტიკეტების შექმნა/კორექტირება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე;
  •  კომპანიის პროდუქციის ყუთების (ხის, მუყაოს) და ტუბუსების შემუშავება;
  •  კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, ბანერების და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა და მომზადება დასაბეჭდად;
  •  ახალი პროდუქტების შეფუთვის კონცეფციის შემუშავება და შექმნა;
  •  გარე რეკლამის დიზაინის მომზადება;
  •  სტამბებთან ურთიერთობა და საიმიჯო პარამეტრების კონტროლი დაბეჭდილ მასალაზე;
  •  სოციალური ქსელისთვის პოსტების, ქავერების დიზაინის შემუშავება, ფოტოების დამუშავება,
  • Gif-ბანერების დამზადება;
  •  კომპანიის ვებგვერდისათვის სარეკლამო გვერდებისა და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  •  კრეატიულობა
  •  ორგანიზებული
  •  პუნქტუალური
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა
  •  გუნდური მუშაობის უნარი
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!