ინვენტარიზაციის სპეციალისტი

ავერსი ფარმა
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
23-03
23-04


შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სააფთიაქო ქსელის და სამეურნეო ობიექტებზე არსებული ძირითადი საშუალებების და მცირეფასიანი აქტივების საინვენტარიზაციო პროცედურების წარმოება;
  • შესამოწმებელი ობიექტების ინტერიერ–ექსტერიერის მდგომარეობის შეფასება (სარემონტო სამუშაოებით გამოწვეული ვიზუალური ნაკლოვანი მხარეების გამოვლენა), ხარვეზების არსებობის შემთხვევაში ადგილზე ინფორმაციის მიღება, აღწერილობითი ხასიათის მონახაზის გაკეთება და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
  • სააფთიაქო ობიექტებში სალაროს ნაშთის კონტროლის პროცედურების წარმოება და ა.შ;
  • განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით.
  • მუშაობის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე.
  • სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • მართვის მოწმობა;
  • რეგიონებში მივლინების შესაძლებლობა;
  • საოფისე კომპიუტერული  პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა,
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული  ენების ფლობა;
  • კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე

  • ფოტოსურათი 3X4 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;  
  • სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  15.04.2021 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.