მერჩენდაიზერი

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
მერჩენდაიზინგი
რეგიონები
ვაკანსია
24-03
24-04


კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი - lactalis.com)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები"  აცხადებს ვაკანსიას კახეთსა და ქართლის რეგიონის მერჩენდაიზერის პოზიციაზე

მოვალეობები:

  • მაღაზიათა  ქსელში პროდუქციის განლაგების მონიტორინგი და კონტროლი;
  • სარეკლამო მასალების ეფექტურად გამოყენების კონტროლი.

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია კანდიდატს ყავდეს მსუბუქი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2021  წლის 10 აპრილმადე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  -  „მერჩენდაიზერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!