არქიტექტორი

ტერასა გრუპი
სამშენებლო
თბილისი
ვაკანსია
24-03
24-04


დეველოპერული კომპანია "ტერასა ჯგუფი" დაარსდა 2017 წელს და ჩვენი პორტფოლიო 14 დასრულებულ და მიმდინარე პროექტს ითვლის.

კომპანია "ტერასა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული სამუშაო დღე 11:30 - 18:30 (1 საათი შესვენება)

მოვალეობები:

  • შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა
  • კლიენტებისათვის კონსულტაციის გაწევა,
  • ნახაზების მომზადება.
  • ურთიერთობა პარტნიორი კომპანიების დიზაინერ-არქიტექტორებთან
  • კონტაქტი მომწოდებლებთან
  • არქიტექტურული პროექტის შედგენა
  • არსებული პროექტების კორექტირება და ცვლილება;
  • ახალი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით პროექტების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (არქიტექტურის/დიზაინის ან ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი)
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • მერიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • გრაფიკული პროგრამების აუცილებელი ცოდნა (AutoCAD, ArchiCAD, 3D MAX, Adobe Photoshop)
  • გრაფიკული პროგრამების სასურველი ცოდნა (SketchUp, Vray, Corona)
  • პუნქტუალობა და სწორი დაგეგმვა
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • არქიტექტურულ სამსახურთან პროექტის შეთანხმება და ყველა საჭირო პროცედურის წარმოების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელ.ფოსტაზე info@terrassagroups.com და დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!